ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრესა აქვეყნებს.
მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელი პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 100 ცოცხალ მძევალს - ისრაელის მოქალაქეებს თუ მცხოვრებლებს - გაათავისუფლებენ და დაუბრუნებენ ისრაელს.
გამოშვება მოხდება ორ ეტაპად, თითოეულ ეტაპზე რამდენიმე ქვეეტაპად.
პირველ ეტაპზე ისრაელი გაათავისუფლებს 150 პალესტინელ პატიმარს, როცა 50 მძევალი ისრაელში დაბრუნდება.
პირველი ეტაპი გაგრძელდება ოთხ დღეს და ამ დროის განმავლობაში ბრძოლები შეწყდება.
მეორე ეტაპზე ისრაელი კიდევ 150-მდე პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, თუ ისრაელში დამატებით 50-მდე მძევალი დაბრუნდება.
დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებების დამატებითი პაუზა იქნება 24 საათი. ყველა გაცვლა და პაუზა შემოიფარგლება მაქსიმუმ ათი დღით პირველი ეტაპის დასრულებიდან, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
პრესაში გამოქვეყნდა იმ პალესტინელ პატიმართა ვინაობა, რომლების შესაძლოა გათავისუფლდნენ. მათი აბსოლუტური უმეტესობა - 287 პატიმარი 300-იდან - არის 18 წლის ან უფრო ნაკლები ასაკის, დანარჩენი 13 პატიმარი ზრდასრული ქალია, მათი უმეტესობა ტერორისტული თავდასხმის მცდელობისთვისაა გასამართლებული.
სიის გამოქვეყნება საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს გაასაჩივრონ კონკრეტული პატიმრის გათავისუფლება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „საომარი მოქმედებების პაუზის დასრულებისთანავე, რომელიც აუცილებელია მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები განახლდება, რათა განადგურდეს„ჰამასის" და პალესტინის ისლამური ჯიჰადის სამხედრო და ორგანიზაციული შესაძლებლობები ღაზაში და შეიქმნას პირობები ყველა მძევლის დასაბრუნებლად.