ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი“ ავრცელებს.
კვირას ოპეკ+ ჯგუფის რვა უმსხვილესმა ნავთობმწარმოებელმა მომავალი თვიდან წარმოების 206 000 ბარელით გაზრდის გეგმების შესახებ განაცხადა თუმცა ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად დახურვამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ დამატებითი ნავთობის დიდი ნაწილის მიწოდებას გლობალურ ბაზრებზე.
განცხადების ხელმომწერებს შორის არიან მსოფლიოში უდიდესი ნავთობმწარმოებელი ქვეყნები: საუდის არაბეთი, რუსეთი, ერაყი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ყაზახეთი, ალჟირი და ომანი.
რვა ქვეყნის ჯგუფმა ასევე გააფრთხილა აშშ-ირანის ომის დროს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგების შესახებ და დაწერა, რომ „დაზიანებული ენერგეტიკული აქტივების სრული სიმძლავრით აღდგენა ძვირად ღირებული და ხანგრძლივი პროცესია“.




