ერისადმი მიმართვის დროს ტრამპმა კრიზისის უახლოეს დღეებში შესაძლო გადაწყვეტის შესახებ ოპტიმიზმი გააქარწყლა და ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია. 

დაბომბვის გზით ირანის „ქვის ხანაში“ დაბრუნების შესახებ ტრამპის მუქარას აზიის საფონდო ბირჟების ინდექსის დაცემას და ნავთობის ფასების ზრდა მოჰყვა. 

ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა, რომელიც ოთხშაბათს ბარელზე 100 დოლარზე დაბლა დაეცა, კვლავ ზრდა დაიწყო და და ახლა, თბილისის დროით 08:45 საათზე ბარელი და 107,55 დოლარი ღირს. 

ოქროს ფასი, რომელიც ტრამპის მუქარების გაჟღერებამდე უნციაზე 4800 დოლარს მიუახლოვდა ახლა, თბილისის დროი 08:49 საათისთვის, 4663,97 დოლარამდე დაეცა.