ამის შესახებ აზერბაიჯანული და სომხური საინფორმაციო სააგენტოები წერენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატისა ერთობლივი განცხადების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა თანხმდებიან, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად.
„ჰუმანიტარული ღირებულებებით ხელმძღვანელობით და კეთილგანწყობის ნიშნად აზერბაიჯანი 32 სომეხ სამხედროს ათავისუფლებს. თავის მხრივ, სომხეთი ჰუმანიტარული ღირებულებებით ხელმძღვანელობით და კეთილგანწყობის ნიშნად ათავისუფლებს ორ აზერბაიჯანელ სამხედროს.
კეთილი ნების ნიშნად, სომხეთის რესპუბლიკა მოხსნის თავის კანდიდატურას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP-29) მხარეთა კონფერენციის 29-ე სესიის მასპინძლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანდიდატურის მხარდასაჭერად. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა იმედოვნებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის სხვა ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ აზერბაიჯანის კანდიდატურას. კეთილი ნების ნიშნად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მხარს უჭერს სომხეთის რესპუბლიკის კანდიდატურას აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფიდან COP-ის ბიუროს წევრობისთვის.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა გააგრძელებენ მოლაპარაკებებს ნდობის აღდგენის დამატებითი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის დამყარებას და დადებითად იმოქმედებს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოხარული ვართ მივესალმოთ დაკავებულთა გათავისუფლებას და პოლიტიკური დიალოგის უპრეცედენტო ღიაობას, - დაწერა სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში
მან ორივე ქვეყანას მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დაასრულონ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პროცესი.