სააგენტო „ფრანს-პრესის" ცნობით, მსოფლიოში უხუცესი ადამიანი ლიუსილ რანდონი გარდაიცვალა.

ლიუსილ რანდონმა 118 წელი იცოცხლა.

რანდონი, ასევე ცნობილი როგორც დედა ანდრე, იყო ფრანგი მონაზონი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 2022 წლის 19 აპრილს, იაპონელი კეინ ტანაკას გარდაცვალების შემდეგ გახდა.  

დედა ანდრეს 2021 წლის 16 იანვარს კორონავირუსი დაუდგინდა. იგი თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ სხვებისგან იზოლირებულად თითქმის მთელი თვე იცხოვრა და 8 თებერვალს კორონავირუსისგან სრულად განიკურნა