ევროპის უხუცესმა მაცხოვრებელმა, 116 წლის ფრანგმა მონაზონმა დედა ანდრემ კორონავირუსი დაამარცხა

ტულონის წმინდა კატერინა ლაბურეს ხანდაზმულთა სახლში მცხოვრებ დედა ანდრეს (ლიუსილ რანდონი) კორონავირუსი 16 იანვარს დაუდგინდა. იგი თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ სხვებისგან იზოლირებულად ცხოვრობდა თითქმის მთელი თვის მანძილზე.

8 თებერვალს ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ 116 წლის დედა ანდრე კორონავირუსისგან სრულად განიკურნა.  

11 თებერვალს დედა ანდრე 117 წლის ხდება. იგი დაბადების დღეს ხანდაზმულთა სახლის მცხოვრებლებთან ერთად აღნიშნავს და მათ თავის საყვარელი დესერტით, ნორვეგიული ომლეტით გაუმასპინძლდება.

დედა ანდრე უხუცესთა მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა. მასზე უფროსი მხოლოდ 1903 წლის 2 იანვარს დაბადებული იაპონელი კეინ ტანაკაა.