ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის საპასუხოდ, მოსკოვმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, რომლებიც აწარმოებენ და აწვდიან კიევს იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას.
გარდა ამისა ქვეყანაში შესვლა აეკრძალა ევროპის რამდენიმე მოქალაქეს, რომლებსაც მოსკოვი "ანტირუსულ რიტორიკაში“ ადანაშაულებს.
ასევე დაზუსტებულია, რომ სიაში შეყვანილია "ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატებიც".
კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადების ტექსტს არ ერთვის იმ ადამიანების სრული სია, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.