ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გაუპატიურების საქმე მოსამართლემ ბათილად გამოაცხადა სასამართლო პროცესზე, რომელიც მესამედ ჩატარდა
მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ განიხილეს, გააუპატიურა თუ არა ვაინშტაინმა პარიკმახერი და მსახიობი ჯესიკა მანი. ვაინშტაინის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ 2013 წელს მათი შეხვედრა ურთიერთშეთანხმებით მოხდა. ერთ-ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა განაცხადა, რომ მას და კიდევ რვა ნაფიც მსაჯულს ჰარვი ვაინშტაინის გამართლება სურდათ, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეძლეს სხვებთან კონსენსუსის მიღწევა და განაჩენის გამოტანა. მისი თქმით, მსახიობს „წარმოუდგენელი მეხსიერება“ ჰქონდა, როდესაც ბრალდების მხარისთვის აძლევდა ჩვენებას და „ბევრი რამ არ ახსოვდა“, როდესაც ადვოკატები აწარმოებდნენ დაკითხვას.
საქმის განმხილველი მოსამართლის თქმით, „აბსოლუტურად აშკარაა“, რომ ნაფიც მსაჯულთა ჯგუფი „უიმედოდ ჩიხში იყო“ და დისკუსიების გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.
ოლქის პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მსახიობთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს, წამოიწყოს თუ არა ახალი სასამართლო პროცესი.
ამ საქმეზე ვაინშტაინი პირველად წარდგა სასამართლოს წინაშე პირველად 2020 წელს წარდგა. იქ იგი გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს, თუმცა მოგვიანებით, განაჩენი გაუქმდა.
2025 წელს ნაფიც მსაჯულებს შორის „ხმაურიანმა“ კენჭისყრამ ასევე გამოიწვია სასამართლო პროცესის ბათილად ცნობა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესი ბათილად ცნეს, მოსალოდნელია, რომ ვაინშტაინი ციხეში დარჩება სხვა საქმეებში გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გამო.




