ალასკას შტატის ქალაქ ანკორიჯში მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ალასკას ტოვებენ. თითქმის სამ-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი თვითმფრინავებში ავიდნენ და გასაფრენად ემზადებიან.
რუსეთის პრეზიდენტი ანკორიჯში ხუთი საათის წინ ჩაფრინდა.
აშშ-ის პრეზიდენტი ვაშინგტონში ბრუნდება.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამი სამზე ფორმატში გაიმართა. შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი.
ვიწრო ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მოლაპარაკებების შესახებ გააკეთეს განცხადებები.
თარგმანი: პირველი არხი