მიუნხენის აეროპორტში მუშაობა კვლავ შეჩერებულია. მიზეზი მოსალოდნელი სეტყვაა. ბავარიაში ასეულობით მგზავრია გაჭედილი, - წერს პორტალი nordbayern-ი.

სამშაბათს მიუნხენის აეროპორტი კვლავ დროებით შეაჩერებს მუშაობას. ფრენები სავარაუდოდ შუადღემდე არ იქნება. ამჟამად მიზეზი მოსალოდნელი სეტყვაა.  

ამინდის გაუარესების გამო ბავარიის დიდ ნაწილში საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები  პარასკევს დაწესდა. ორშაბათს საღამოს მიუნხენის აეროპორტში დაახლოებით 1500 მგზავრი კვლავ ჩაკეტილი იყო. ორშაბათისთვის დაგეგმილი 640 რეისიდან 300 გადაიდო. სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში მეორე ნახევარში ფრენების განრიგი კვლავ მკაცრად შეზღუდული იქნება. აეროპორტი სთხოვს მგზავრებს არ გამოცხადნენ აეროპორტში რეისის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებამდე, -  მოპოვე მგზავრებმა უნდა დაგეგმონ შესაბამისად და შეამოწმონ თავიანთი ავიაკომპანია დამატებითი ინფორმაციისთვის, - განაცხადა ორშაბათს საღამოს აეროპორტის წარმომადგენელმა.

შვედური პრესა მკითხველს მიუნხენის აეროპორტში გაჭედილი შვედ მგზავრების ნაამბობს აცნობს. მგზავრების თქმით, მათ მეოთხე დღეა აეროპორტში პირდაპირ იატაკზე სძინავთ.



აქაურობა ლტოლვილთა ბანაკს ჰგავს. აქ შეუძლებელია იზრუნო ჰიგიენაზე, არ  მოგვცეს ვაუჩერი საკვებისთვის და იძულებულები ვართ საჭირო პროდუქტი ძვირად შევიძინოთ დუთი ფრის მაღაზიებში. საფრანგეთში უნდა გავფრენილიყავით, მაგრამ ვერ შევძელით. ვერც რკინიგზის სადგურამდე მისვლა და იქიდან გამგზავრება მოვახერხეთ. ახლა უკვე უკან, შვედეთში დაბრუნებას ვცდილობთ, მაგრამ არ ვიცით, როდის შევძლებთ, ინფორმაციას არ გვაწვდიან. არც ბოდიშის მოსახდელად არ მოსულა არავინ, - ამბობენ მგზავრები.