ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ" სტიქიურ უბედურებებთან და საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ყველგან დასრულებულია , გარდა კაჰრამანმარაშის და ჰათაის პროვინციებისა, სადაც დაახლოებით 40 შენობის ნანგრევებში დიდი სიზუსტით და საფუძვლიანად კვლავ გრძელდება ძიება, - განაცხადა ბრიფინგზე სტიქიურ უბედურებებთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეზიდენტმა იუნუს სეზერმა.

მან აღნიშნა, რომ ინტენსიურად გრძელდება მიწისძვრით დაზარალებული ქალაქების  ნანგრევებისგან გასუფთავების და კეთილმოწყობის სამუშაოები.

იუნუს სეზერის თქმით,მიწისძვრით დაზარალებული რაიონებიდან ევაკუირებულია  460 945 ადამიანი, ხოლო სტიქიის 1 მილიონზე მეტი მსხვერპლი ადგილზე დარჩა. ისინი ცხოვრობენ კარვების ქალაქებში, კონტეინერებში და სასტუმრო სახლებში. ამ დროისთვის 250 ათასი კარავია დადგმული.

დღეის მდგომარეობით მიწისძვრების შედეგად 40 689 კაცია დაღუპული, - განაცხადა სეზერმა.