აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოს ხელისუფლება უნდობლობას უცხადებს საკუთარ ხალხს და აყენებს შეურაცხყოფას. ქუჩებში თავისუფალი ევროპული საქართველოსთვის გამოსული ქართველები "უცხო ძალების" მარიონეტები კი არა, არამედ მამაცი დემოკრატები არიან.

აშკარაა, რომ ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია", - წერს მიხაელ როთი.