"სამწუხარო დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის, - ასე ეხმიანება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" საბოლოოდ მიღებას.

მისი თქმით, იგი დგას ყველა ქართველის გვერდით და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დანებდნენ.

"ყველა ქართველის გვერდით ვდგავარ, ვინც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვისა და ღირსებისთვის. არ დაივიწყოთ: "როდესაც ისინი მორალურად ეცემიან, ჩვენ ვმაღლდებით". არ დანებდეთ. არჩევნები მალეა", - წერს როთი სოციალურ ქსელში.