ძაღლების მოყვარულმა, 51 წლის ინდოელმა სატიშმა, რომელსაც 150-მდე სხვადასხვა ჯიშის ძაღლი ჰყავს, შეერთებულ შტატებში გამართულ აუქციონზე რეკორდულ თანხად, 5,7 მილიონ დოლარად შეიძინა მგლის და კავკასიური ნაგაზის ნაჯვარი, ამ სახეობის პირველ წარმომადგენლად მიჩნეული 8 თვის ოკამი.

„ეს არის ძალიან იშვიათი ჯიშის ძაღლი და ის ზუსტად ჰგავს მგელს. ეს ჯიში აქამდე არ გაყიდულა მსოფლიოში“, - ამბობს ინდოეთის ძაღლების სელექციონერების ასოციაციის პრეზიდენტი სატიში.

ოკამი 8 თვისა. მისი სიმაღლე 76სმ, წონა კი 75 კგ-ია. იგი ყოველდღიურად 3 კგ უმ ქათმის ხორცს მიირთმევს.




Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Satish S (@satishcadaboms)



სატიშის კიდევ ერთი ექსტრავაგანტური შენაძენია ჩაუ-ჩაუ, რომელიც ძალიან ჰგავს პანდას. გასულ წელს სატიშმა მასში 3,2 მილიონი დოლარი გადაიხადა.