"ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით არა მხოლოდ კანონპროექტის გამო, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკის გამო, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მხრიდან გვესმის",  - ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ამ კონკრეტულ საკითხზე რაიმე შეფასება არ მაქვს. ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით არა მხოლოდ კანონპროექტის გამო, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკის გამო, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მხრიდან გვესმის. ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე აყენებს, ვფიქრობთ, რომ ის საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ გზას და, ძალიან აშკარად, საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.