მეხიკოში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. შედეგად დაშავდა სულ მცირე 120 ადამიანი, აქედან 100 პოლიციის ოფიცერია.
მექსიკის დედაქალაქის ქუჩებში შაბათს ათასობით ადამიანი გავიდა, რომლებიც პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის მთავრობას და ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციის ჯებირების ნაწილი მოანგრიეს, პოლიციამ კი ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს.
მსვლელობები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. მათი ორგანიზატორები "ჯენზი" თაობის ახალგაზრდული ჯგუფები იყვნენ, პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ მარშები მემარჯვენე პოლიტიკოსების მიერ არის დაფინანსებული.




