რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო.
"მტერი დიდი ხანია გვპირდებოდა დიდ კონტრშეტევას და როგორც ჩანს რაღაც უკვე დაიწყო.
არანაირი მოულოდნელობა, რადგან კიევის რეჟიმს არჩევანი არ აქვს. უნდა შეუტიოს. უნდა გაამართლოს მიღებული ნადავლი და იარაღი. პატრონის იმედგაცრუება ზელენსკისა და კომპანიას, შესაძლოა დაუჯდეს არამხოლოდ პოსტები, არამედ სიცოცხლეც კი.
მათ დაადანაშულებენ, რომ ქარს გაატანეს ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული. ამიტომ კიევის რეჟიმს ერთადერთი გამოსავალი აქვს - წავიდეს ბოლომდე, გაწიროს სასიკვდილოდ ათასობით ადამიანი.
მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ მტერი. მტერი და დასავლური სამყარო, რომელიც მას მხარს უჭერს, მზად არის ყველაფრისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დედამიწის პირიდან აღგავოს.
ამიტომ ჩვენთვის მთავარია მაქსიმალურად მოვახდინოთ კონცენტრირება და გავცეთ ღირსეული პასუხი. ჩვენს არმიას არსებითი უპირატესობა აქვს ავიაციის, ჯავშანტექნიკის და მაღალი სიზუსტის იარაღის მხრივ. და რა თქმა უნდა, აქვს მორალური უპირატესობა“, - წერს მედვედევი .