Models.com-მა მატილდა გვარლიანი 50 ტოპ ახალგაზრდა მოდელს შორის დაასახელა.

ამ რეიტინგში მოხვედრა მოდელის რეპუტაციაზე დიდ გავლენას ახდენს. 2022 წელს ამავე პლატფორმაზე მატილდა წლის სახედ დასახელდა.

ქართველმა მოდელმა საერთაშორისო წარმატებას უკვე მიაღწია. ცოტა ხნის წინ ის CHANEL-ის სუნამოს ახალ კამპანიაში გამოჩნდა, იქამდე კი, 2022 წლის ოქტომბერში ქართველი მოდელი პარიზის მოდის კვირეულზე CHANEL-ის შოუზე გამოვიდა. ამავე კვირეულის ფარგლებში მატილდამ Rokh-ის ჩვენებაც გახსნა.