საჭიროა, განვსაზღვროთ, რამდენად ღრმად შეიძლება ინტეგრირდეს უკრაინა ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობამდე, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.
ევროკომისარმა განაცხადა, რომ ახლა უკვე დარწმუნებით შეიძლება საუბარი პირველი მოლაპარაკების კლასტერზე, რომელიც 15 ივნისს ლუქსემბურგში დაგეგმილ მთავრობათაშორის კონფერენციაზე გაიხსნება.
"მნიშვნელოვანია ახლა გაიხსნას პირველი კლასტერი, ხოლო შემდეგ იმედი მაქვს ივლისის შუა რიცხვებში კიდევ ხუთი… ახლა აბსოლუტური პრიორიტეტია ყველა კლასტრის გახსნა", - განაცხადა კოსმა.
კოსმა აღიარა, რომ ე.წ. "უკუ-გაფართოების" (reverse enlargement) მიდგომა, რომელსაც ადრე ევროკომისია უჭერდა მხარს, საბოლოოდ უარყოფილი იქნა წევრი ქვეყნების მიერ. გარდა ამისა, ამჟამად ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აირჩიეს შუალედური მოდელი, რომლის მიხედვითაც კანდიდატი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, შეძლებენ მიიღონ წევრობის მსგავსი სარგებელი სრულ გაწევრიანებამდე.
მისი თქმით, ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი თავად უკრაინაა და იმ ქვეყნების სურვილი, რომლებიც მის გაწევრიანებას მხარს უჭერენ.







