გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლას განაგრძობს.
მარტა კოსის თქმით, ევროკავშირი და უკრაინა აძლიერებენ მუშაობას, რათა ქვეყანამ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით განსაზღვრული შუალედური კრიტერიუმები შეასრულოს.
როგორც მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს, დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრ სერგეი კორეცკისთან ერთად ევროკავშირი-უკრაინის მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას თანათავმჯდომარეობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი.
„ჩვენ განვიხილეთ რეფორმების კონკრეტული გეგმა და ის ნაბიჯები, რომლებიც უკრაინამ უნდა გადადგას, რათა 2027 წლის პირველ ნახევარში შუალედური კრიტერიუმების შესრულება შეძლოს. ერთად შეგვიძლია, გამოვიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა და გადავდგათ ნაბიჯი წინ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – წერს მარტა კოსი.




