სომხები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას, – წერს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი.

მისი თქმით, სომხეთმა ევროპასთან მჭიდრო კავშირი აირჩია, ხოლო ევროპა აღნიშნულ არჩევანს გამოიყენებს, რომ სომეხი ხალხისთვის სარგებელი მოიტანოს.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხეთის მოქალაქეებს ახლა უკვე ახალი ბიომეტრიული პასპორტების მიღება შეეძლებათ, რაც სასაზღვრო შემოწმების პროცესს დააჩქარებს და მგზავრობას გაამარტივებს“, – წერს მარტა კოსი.