საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, მაროკოს მეფე მუჰამედ VI საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"თქვენო აღმატებულებავ,
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მოხარული ვარ გულითადად მოგილოცოთ და თქვენს ხალხს შემდგომ წინსვლა და კეთილდღეობა ვუსურვო.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, თუ რაოდენ ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესების შესაბამისად“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცეელებს.










