აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარკო რუბიომ გავლენიან ირანელ მაღალჩინოსნებსა და მათ წევრებს "აშშ-ში ყოფნის პრივილეგია" გაუუქმა.
"მაშინ, როცა ირანელი ხალხი განაგრძობს თავიანთი ფუნდამენტური უფლებებისთვის ბრძოლას, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ამ კვირაში მიიღო ზომები, რათა გავლენიანი ირანელი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის აშშ-ში ყოფნის პრივილეგია გაეუქმებინა. მათ, ვინც ირანული რეჟიმის სასტიკი ჩაგვრიდან სარგებელს ნახულობს, არ აქვთ ჩვენი საიმიგრაციო სისტემით სარგებლობის უფლება." - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა X-ზე.




