აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 26 მარტს განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში "პროგრესი მიღწეულია". რუბიოს განცხადება საფრანგეთში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამგზავრებამდე გააკეთა. იუწყება CNN.
რუბიოს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად ვისთან აწარმოებდა აშშ მოლაპარაკებებს.
"არსებობენ შუამავალი ქვეყნები, რომლებიც გადასცემენ შეტყობინებებს და პროგრესი მიღწეულია - გარკვეული კონკრეტული პროგრესი მიღწეულია", - თქვა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ მოლაპარაკებები "ხანგრძლივი და ცვალებადი პროცესია".







