ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მე ბევრი ასეთი გაშუქება ვნახე, ეს ყალბი გაშუქებაა და გეტყვით რატომ. იქ ნათქვამია, თითქოს ვენესუელა ნარკოტიკების ტრეფიკინგში ჩართული არ არის, რადგან გაერო ამბობს, რომ ისინი ამ საქმეში არ მონაწილეობენ - მე არ მაინტერესებს, რას ამბობს გაერო. გაერომ არ იცის, რაზე ლაპარაკობს.
მადუროს ბრალი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ წაუყენა. ეს ნიშნავს, რომ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქმა დიდ ჟიურის მტკიცებულებები წარუდგინა და დიდმა ჟიურიმ მას ბრალი წაუყენა.
შემდეგ კი გამოვიდა დამატებითი, შემცვლელი საბრალდებო დასკვნა, რომელიც დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გასაჯაროვდა და კონკრეტულად აღწერდა მადუროს ქმედებებს. ამიტომ, პირველ რიგში, ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ ის, ნიკოლას მადურო, შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების ტრეფიკინგში ბრალდებული და ამერიკული მართლმსაჯულებისგან მიმალული პირია", - განაცხადა რუბიომ.







