ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის პოსტს ეხმაურება, სადაც ის წერს, რომ საქართველოში ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს.
"გეთანხმები, ძვირფასო მეგობარო, მიხაილ როთ. გარდა ამისა, ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ევროპული მომავალი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით", — წერს მიჰკელსონი.
Fully agree, dear friend @MiRo_SPD . Additionally, Georgian people should reclaim their European future through new free and fair elections. 🇬🇪🇪🇺 https://t.co/ZI8pbIeEsK
— Marko Mihkelson (@markomihkelson) January 13, 2025
ცნობისთვის,
მიხაილ როთმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
"ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, რომელიც დაპატიმრებით ცდილობს ოპოზიციის და კრიტიკული ხმების გაჩუმებას, ადრე თუ გვიან, წააგებს. ბატონო ივანიშვილო, ახლავე გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი!" - წერს როთი.