მოდი აირჩიეთ ნაბიჯი - ან ჩვენ აღარ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დადგეთ ჩვენს გვერდით. - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოს მთავრობას ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
მე 4 წლის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდი იმაზე, რომ საქართველო დამეახლოებინა ევროკავშირთან, მაგრამ ახლა მაქვს შთაბეჭდილება, რომ რაც არ უნდა გავაკეთოთ პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ან მთავრობის სხვა წარმომადგენლები პერსონალურად გვესხმიან თავს, გვადანაშაულებენ სხვადასხვა აქტივობაში. უცხოელი აგენტების შესახებ კანონი არის კიდევ ერთი ასეთი ნაბიჯი, ფაქტობრივად, ჩვენ გვაცხადებენ აგენტებად.
მინდა მთავრობას შევახსენო ერთი რამ - ჩვენ არ ვართ აქ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, თქვენ თქვენი ნებით მოაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თქვენ გსურთ სტატუსი მიიღოთ, აკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დაგვიახლოვდეთ, მაგრამ ყოველი ამ ნაბიჯის შემდგომ, დგამთ რამდენიმე ნაბიჯს უკან. ამიტომ, მოდი აირჩიეთ ნაბიჯი - ან ჩვენ აღარ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დადგეთ ჩვენს გვერდით." - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ
[სინქრონული თარგმანი]