შეკითხვაზე - გააწევრიანებს თუ არა NATO უკრაინას ალიანსში იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი იმ ტერიტორიის შენარჩუნებას შეძლებს, რომელიც ამჟამად მოკლევადიან პერსპექტივაში ოკუპირებულია - NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა:
"უკრაინას არ სჭირდება მეტი ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს სამშვიდობო პროცესი. ალიანსის როლია, უკრაინისთვის უზრუნველყოს ის რესურსი, რაც მას სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისას ძლიერი პოზიციის მისაღწევად დასჭირდება. მე უფრო მეტად სამხედრო დახმარება მსურს, ვიდრე დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განისაზღვროს სამშვიდობო პროცესი", - განაცხადა მარკ რუტემ.
როგორც ცნობილია, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში პრესკონფერენცია გამართა.