NATO კვლავაც უკრაინის უსაფრთხოებას მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ალიანსის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელი რჩება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუტეს თქმით, NATO უკრაინისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გრძელვადიანი მხარდაჭერის გაგრძელების საკითხში კვლავ ერთგული რჩება.
გარდა ამისა, გენერალურმა მდივანმა დაარწმუნა, რომ სხვა საერთაშორისო კრიზისებისა და გამოწვევების მიუხედავად, ნLNATO-ს პარტნიორები არ შეასუსტებენ უკრაინაზე ფოკუსირებას და გააგრძელებენ მისი უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალისხმევის კოორდინაციას. მისი თქმით, უკრაინა ალიანსის მთავარ პრიორიტეტად რჩება.
რუტეს განცხადებით, საჰაერო თავდაცვის რაკეტების 90% უკრაინას PURL პროგრამის ფარგლებში მიეწოდა.
"გასულ ზაფხულს ჩვენ უკრაინისთვის მიწოდებული ყველა რაკეტის 75 პროცენტი უზრუნველვყავით, ხოლო 90 პროცენტი საჰაერო თავდაცვისთვის", - განაცხადა მან სიტყვით გამოსვლისას.








