ბრიუსელში NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.
გენერალური მდივნის თქმით, აშშ-ს ჩართულობის გარეშე ევროპა თავს ვერ დაიცავს:
"ევროპული თავდაცვა აშშ-ს გარეშე ვერ იარსებებს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს".
რუტემ აღნიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომი არ არის მხოლოდ ამ ორი ქვეყნის და ევროპის პრობლემა.
"ეს გეოპოლიტიკური საკითხია. აშშ და NATO-ს ევროპული მხარე იაზრებს, რომ ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, ყველა რუსეთთან კავშირშია".
რუტეს აზრით, უკრაინის გამარჯვება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანი ევროპისთვის არის მნიშვნელოვანი.