კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გეგმავს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა.

"კანადა აპირებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე ვიზიტის დროს, 2025 წლის სექტემბერში", - განაცხადა მან.

თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა დასძინა, პალესტინის ხელისუფლებას მოუწევს მმართველობის სისტემის რეფორმირება და 2026 წელს სახელმწიფო არჩევნების ჩატარება, რომელშიც პალესტინის მოძრაობა „ჰამასი“ მონაწილეობას ვერ შეძლებს.

29 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო გაეროს მომავალ გენერალურ ასამბლეაზე.

მანამდე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ საფრანგეთმაც განაცხადა.