რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ეხმიანება შეერთებული შტატების საპასუხო ავიადარტყმებს ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე სირიასა და ერაყში.

ზახაროვას თქმით, მოსკოვი მკაცრად გმობს ამ თავდასხმებს და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოდის.

როგორც ზახაროვა აცხადებს, "საჰაერო თავდასხმებმა კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის აგრესიული ბუნება და ვაშინგტონის მიერ საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფა".

"შეერთებული შტატები მიზანმიმართულად ცდილობს კონფლიქტში ჩაითრიოს რეგიონის უდიდეს ქვეყნები", - დასძენს ზახაროვა განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.