ქალაქ მანჩესტერში მომხდარ ტერაქტს მომღერალი კრისტინა აგილერა, ჯგუფი The Rolling Stones-ი, ასევე სხვა ცნობილი სახეები სოციალური ქსელში გამოეხმაურნენ და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.
"შეშფოთებული ვარ მანჩესტერში, მარიანა გრანდეს კონცერტზე მომხდარი ამბავით“,-წერს კრისტინა აგილერა მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
მომხდარ ფაქტს მიკრობლოგზე ჯგუფი The Rolling Stones გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯგუფი მანჩესტერში მომხდარი ფაქტით შოკირებულია.
ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ასევე სამძიმარი გამოცხადეს მომღერალმა ტეილორ სვიფტიმ, შერიმ, ქეითი პერიმ, ჯენიფერ ლოპესმა და სელენა გომესმა.
"ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს", - წერს მომღერალი და მსახიობი ჯასტინ ტიმბერლეიკი.
მომღერალმა სელინ დიონმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა: "მანჩესტერ, მე შენთან ერთად ვარ".
ინგლისის ქალაქ მანჩესტერში სტადიონზე მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია 60-მდე ადამიანი.
სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, თუმცა პოლიცია სავარაუდო თანამზრახველებსაც ეძებს. მათ ინფორმაციით, ქალაქ მანჩესტერში აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა. მან ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც დაიღუპა.
შემთხვევა ორშაბათს, 22 მაისს, ჩრდილო-დასავლეთ ინლისში, სტადიონზე მოხდა, სადაც მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა. თვითმხილველების განცხადებით, ადგილზე ორი აფეთქების ხმა გაისმა.