მაიამიში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.
მაიამის მერის, დანიელა ლევინ კავას განცხადებით, ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა. სამი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მერმა მომხდარს „წარმოუდგენლად მძიმე“ უწოდა.
ადგილზე ამ დრომდე სამაშველო და საგანგებო სამსახურები მუშაობენ.




