ლუვრის ეგვიპტის სიძველეთა ბიბლიოთეკაში წყალდიდობამ სერიოზულად დააზიანა უძველესი წიგნები. არსებული ინფორმაციით, ბიბლიოთეკის ზედა სართულზე, გაუმართავი მილებიდან წყალმა გაჟონა.
ფრანგულმა მედიამ მოიპოვა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების კომიტეტის (CHSCT) ანგარიში, რომელშიც აღწერილია მდგომარეობა 27 ნოემბერს მომხდარი დატბორვის შემდეგ. დოკუმენტაციის თანახმად, ბიბლიოთეკის "ხალიჩა გაჟღენთილია ჭუჭყიანი წყლით, ოფისები გამოუსადეგარია... მნიშვნელოვნად დაზიანდა წიგნები, დოკუმენტები და კოლეგების სამუშაო სივრცეები".
ჯერ არ გასაჯაროებულა, რომელი ძველი წიგნები დააზიანა დატბორვამ.




