რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ის განცხადებით, უცხოური აქტივების გაყიდვას გეგმავს, მას შემდეგ რაც  შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა მასზე და მის შვილობილ კომპანიებზე სანქციები დააწესეს.

"ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების შემოღებასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს უცხოური აქტივების გაყიდვის განზრახვას. პოტენციური მყიდველების წინადადებების განხილვა დაწყებულია", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

Lukoil აღნიშნავს, რომ გაყიდვა აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე განხორციელდება.

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია გეგმავს ლიცენზიის გაგრძელებაზე განაცხადის შეტანას, რათა უზრუნველყოს თავისი საერთაშორისო აქტივების შეუფერხებელი ფუნქციონირება ტრანზაქციების დასრულებამდე.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 22 ოქტომბერს სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, Lukoil და Rosneft და მათ შვილობილ კომპანიებს.