ბელარუსი დიქტატორის თვითმფრინავი ჩინეთის დედაქალაქში ჩაფრინდა, ლუკაშენკო სი ძინპინსაც შეხვდება.
ლუკაშენკოს ვიზიტი ჩინეთის მხრიდან გასაჯაროებულ ე.წ. სამშვიდობო გეგმას და კონფლიქტში ჩინეთის მზარდი ჩართულობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს დაემთხვა.
ლუკაშენკო და ძინპინი ერთმანეთს ბოლოს 2022 წლის ოქტომბერში შეხვდნენ.
ზოგი კომენტატორის აზრით ვიზიტი ირიბად შესაძლოა ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდების საკითხსაც შეეხოს. გასულ კვირაში აშშ-ს უმაღლესმა თანამდებობების პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ჩინეთი რუსეთისთვის დამრტყმელი დრონებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდებას განიხილავდა.