სამხრეთ-დასავლეთ ლონდონში ორსართულიანი ავტობუსი მაღაზიას დაეჯახა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად, ავტობუსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა ექვს მგზავრს დახმარება აღმოუჩინეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ინციდენტის ადგილზე მედიკოსთა ჯგუფი და პოლიცია იმყოფება. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. პოლიციამ ლავენდერ ჰილზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, გზა გადაკეტა.