გუშინ, 19 თებერვალს, ლონდონში „ოსკარის" ბრიტანული ანალოგის 76-ე ცერემონიალი გაიმართა

ბრიტანეთის სატელევიზიო და კინო ხელოვნების აკადემიის (BAFTA) დაჯილდოების 76-ე ცერემონიალზე მთავარი პრიზი წლის საუკეთესო ფილმისთვის წილად ხვდა რეჟისორ ედვარდ ბერგერის ფილმს „დასავლეთის ფრონტი უცვლელია"

ერიხ მარია რემარკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 7 ჯილდო მიიღო, რაც  BAFTA-ს რეკორდია.  ფილმს თეორიულად 14 ნომინაციაში შეეძლო გაემარჯვა.

საუკეთესო ფილმი:  დასავლეთის ფრონტი უცვლელია


საუკეთესო ბრიტანული ფილმი - ინიშერინის ბანშები


საუკეთესო რეჟისორი - ედვარდ ბერგერი (დასავლეთის ფრონტი უცვლელია)


საუკეთესო მსახიობი ქალი - კეიტ ბლანშეტი (ტარი)


საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ოსტინ ბატლერი (ელვისი)


საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი - კერი კონდონი (ინიშერინის ბანშები)

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი - ბარი კეოგანი (ინიშერინის ბანშები)