ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა ცხადად აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის, – ასე ულოცავს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ერის ნება და დაუბრუნდეს ევროპული ინტეგრაციის კურსს, როგორც ეს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული”, – წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.
Congratulations to the people of Sakartvelo on the occasion of the Independence Day. Sovereignty belongs to the people and the people of 🇬🇪 have clearly chosen a 🇪🇺 future for their country. I urge 🇬🇪 authorities to implement the will of their nation and return to the course of…
— Ingrida Šimonytė (@IngridaSimonyte) May 26, 2024