ლიეტუვა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც მოიცავს 155 მმ-იან ჭურვებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა Twitter-ზე დაწერა.

"ლიეტუვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს 155 მმ-იან საბრძოლო მასალას, მანქანებს და სამხედრო რაციონს", - წერს ანუშაუსკასი.

მან ხაზი გაუსვა, რომ ლიეტუვის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ჯამური ღირებულება მალე 450 მილიონ ევროს მიაღწევს.