ლიბიის ქალაქ ბენღაზის პორტში რუსულ სამხედრო კორვეტ „მერკურიზე“ აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სპეციალიზებული გამოცემა „ნავა ნიუსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, სატელიტური სურათებიდან ჩანს, რომ აფეთქების შემდეგ ხომალდზე ხანძარი გაჩნდა. „ნავალ ნიუსის“ შეფასებით, კორვეტი, დიდი ალბათობით, განადგურებულია, თუმცა ჯერ უცნობია, ჩაიძირა ხომალდი, თუ ხანძრის შედეგად დაიწვა.
„მერკური“ ბენღაზის პორტში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. „ნავალ ნიუსის“ ინფორმაციით, ის აცილებდა რუსულ გემებს, რომლებიც სამხედრო დანიშნულების ტვირთების ექსპორტისთვის გამოიყენება. ლიბიურმა მედიამ ბენღაზის პორტში აფეთქების ფაქტი დაადასტურა, თუმცა თავდაპირველად რუსული სამხედრო ხომალდი არ უხსენებია.
ტელეარხ „ალ-აჰრარის“ წყაროს ცნობით, აფეთქება საბრძოლო მასალების საწყობში მოხდა.
აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლებამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ აფეთქება რუსულ ხომალდზე მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, წინასწარი გამოძიების მიხედვით, აფეთქება შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმას გამოეწვია.
A Russian Navy Steregushchiy-class corvette mysteriously exploded and caught fire in the port of Benghazi, Libya, overnight. https://t.co/S8ppUXCh2t
— OSINTtechnical (@Osinttechnical) November 22, 2026




