ლიბანში გაეროს სამშვიდობოებს ცეცხლი გაუხსნეს.
ორგანიზაციის ცნობით, ლიბანში გაეროს დროებითი ძალებს (UNIFIL) ცეცხლი სავარაუდოდ, არასახელმწიფოებრივი შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან გაუხსნეს.
ლიბანში გაეროს დროებითი ძალების (UNIFIL) ინფორმაციით, თავდასხმები იატარის, დაირ კიფასა და კალაკიას სამ ბაზაზე მოხდა.
ერთ-ერთ ასეთ ადგილას, სროლა სამშვიდობო ძალებიდან სულ რაღაც ხუთი მეტრის დაშორებით განხორციელდა. სამხედროები არ დაშავებულან.








