აშშ-ის შემდეგ, უკრაინას, რუსეთის სიღრმეში შორი რადიუსის იარაღით, მათ შორის, SCALP-ისა და Stom Shadow-ს რაკეტებით დარტყმების განხორციელების უფლება საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც მისცეს, - იტყობინება ფრანგული Le Figaro.

მანამდე NYT წერდა, რომ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად მისცა უფლება, რუსეთის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები გამოიყენოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არც უარყო და არც დაადასტურა მედიით გავრცელებული ცნობები, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა უკრაინას მისცეს მათგან მიღებული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება, რასაც კიევი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ზელენსკი გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, დარტყმა სიტყვებით არ ხდება.