ლატვიამ უკრაინას, ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული 66 ავტომობილი გადასცა. ამის შესახებ Delfi წერს.
"უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ" კანონის თანახმად, ლატვიის სახელმწიფოს კუთვნილი მანქანები, უკრაინას შესაძლოა უფასოდ გადაეცეს, რაც უკრაინას საგანგებო სიტუაციების სამსახურს, საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარება.
ლატვიის პოლიციის ინფორმაციით, უკანასკნელი ბოლო 24 საათის განმავლობაში, ნასვამ მდგომარეობაში 17 მძღოლი დააკავეს. ნასვამ მდგომარეობაში მართვის ფაქტზე ოთხი ადმინისტრაციული საქმე და 13 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ხუთ შემთხვევაში, დაკავებულ მძღოლებს სატრანსპორტო საშუალება ჩამოერთმევათ, რვა მძღოლს კი ავტომობილის ღირებულების გადახდა დაეკისრება.
ასეთი გადაწყვეტილება ლატვიას პირველად არ მიუღია. პირველად 7 მარტს გადაწყდა, რომ ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული რვა მანქანა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არმიის ნაწილებს, ვინიცას კლინიკური საავადმყოფოსა და ხარკოვის რეგიონის სამედიცინო გაერთიანებას გადაეცათ.