ლატვია ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ 64-კილომეტრიანი ბარიერის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. ბარიერის მშენებლობა აპრილში დაიწყება.
ლატვიამ ბელარუსთან საზღვარზე სპეციალური ღობის აშენების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო, რათა თავი დაეცვა არალეგალური მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთისგან. ამ დრომდე აშენებულია 54 კილომეტრი, რაც პროგნოზირებული ღობის მთლიანი სიგრძის მესამედზე ნაკლებია.
ბელარუსთან საზღვარზე ბარიერის აშენების გადაწყვეტილება, ორმა სხვა ქვეყანამ, პოლონეთმა და ლიეტუვამაც მიიღეს.