ილია მეორე სვან ხალხს მადლობას უხდის სიწმინდეების შენახვისა და სარწმუნოების სიყვარულის გამო.
"წარმოდგენა მქონდა ისეთი რომ სხვანი ხალხი ძალიან მკაცრი ხალხია, საერთოდ მთის ხალხი მკაცრი ხალხია, ეს მეთვითონ ვიცი, რადგან მეც მთის კაცი ვარ. მართალია მკაცრი ხალხია, მაგრამ დიდი სიყვარულიც იციან, თავდადებული სიყვარული იციან. და ეს თავდადებული სიყვარული და თავდადებული რწმენა მე ვნახე თქვენში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ეს ნათელი რაც მე ნათლად დავინახე აქ, ამ წმინდა ადგილზე, მოეფინოს მთელს საქართველოს.
არასდროს არ ყოფილა სვანეთი რომ განდგომილი ყოფილიყოს საქართველოსგან, მუდამ ერთგული იყო საქართველოსი. დღეასაც ეს ხალხი იცავს და აგრძელებს იმ ძველ ტრადიციებს.მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ერის სახელით, რადგან თქვენ შეუნარჩუნეთ საქართველოს ეს სიწმინდენი, ხატები, ჯვრები და ის სიწმინდე რომელიც იქმნებოდა საქართველოში და იქმნებოდა კერძოდ სვანეთში"- ბრძანა პატრიარქმა.




