ლატვიის მთავრობა და სატრანსპორტო სამინისტრო ქვეყნიდან რუსეთსა და ბელარუსში (ასევე ამავე მიმართულებით ტრანზიტით) ავტობუსებით მგზავრთა რეგულარული გადაყვანის სრულად აკრძალვას გეგმავენ. საპარლამენტო და სამთავრობო ცვლილებები უკვე წარდგენილია განსახილველად.
მიმდინარე რეგულარული ავტობუსის მარშრუტის ნებართვა ძალაშია 2027 წლის 9 იანვრამდე, რომლის გახანგრძლივებაც აღარ იგეგმება.
ლატვიამ არარეგულარული (ტურისტული და ჩარტერული) ავტობუსების რეისები აღმოსავლეთ საზღვრებზე უკვე 2025 წლის ნოემბრიდან შეზღუდა, და ახლა ეს აკრძალვა რეგულარულ ხაზებზეც ვრცელდება.
მიზეზი უსაფრთხოების ზომები, ასევე ლატვიის მოქალაქეების მხრიდან რუსეთსა და ბელარუსში ვიზიტებისას შესაძლო სადაზვერვო რისკების თავიდან აცილებაა.
ამჟამად ლატვიიდან რუსეთის მიმართულებით მხოლოდ ერთი რეგულარული საერთაშორისო მარშრუტი მოქმედებს.
სატრანსპორტო უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებს კვლავ ექნებათ ალტერნატიული გზები (მაგალითად, ესტონეთის ან ლიეტუვის გავლით), ლატვიური მხარე მკაცრ პოლიტიკას ატარებს და მოსახლეობას რუსეთსა და ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.




