ვაშინგტონის შტატის უნივერსიტეტისა და სხვა კვლევითი ცენტრების მეცნიერების განცხადებით, საწმენდ საშუალებებში, სანიტაიზერებსა და სველ ხელსახოცებში შემავალი მეოთხეული ამონიუმის ნაერთები (QACs) ჯანმრთელობისთვის ფარულ საფრთხეს წარმოადგენს.
CNN-ის ინფორმაციით, ცხოველებზე ჩატარებულმა მრავალწლიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ქიმიკატები იწვევს უშვილობას და ნაყოფის უმძიმეს დეფექტებს, როგორიცაა ტვინისა და ხერხემლის განუვითარებლობა. გარდა ამისა, QAC-ები გროვდება ადამიანის სისხლსა და დედის რძეში, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს სასუნთქ, იმუნურ და ნერვულ სისტემებზე.
ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ყოველდღიური დასუფთავებისთვის ქიმიური სადეზინფექციო საშუალებების ნაცვლად უბრალო საპონი და წყალი გამოიყენონ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევანი სპირტის ან წყალბადის ზეჟანგის შემცველ უფრო უსაფრთხო პროდუქტებზე შეაჩერონ.




