კვიპროსის სამხრეთ ნაწილში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, სტიქიას ქვეყანაში ორი ადამიანი ემსხვერპლა.

 ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ცეცხლი 120 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ევაკუირებულია მოსახლეობა, სულ მცირე, 14 სოფლიდან, სოფელ ლოფოუში გაანდგურებულია 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

კვიპროსის ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 250-ზე მეტი მეხანძრე, 75 ერთეული სპეცტექნიკა და 14 თვითმფრინავი მონაწილეობს. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა აფერხებს.

ხანძრის ჩაქრობაში დასახმარებლად კვიპროსში თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაგზავნეს იორდანიამ, ისრაელმა და ესპანეთმა. საბერძნეთმა კი კვიპროსს სახანძრო ბრიგადები გაუგზავნა. პოლიცია იძიებს ცნობებს, რომელთა მიხედვითაც, ხანძარი განზრახ გააჩინეს.

თარგმანი: პირველი არხი